ღვიძელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღვიძელი – მარილნარევი აუდუღარი წყლით მოზელილი პურის ცომის საშუალო სისქის შუაზე მოკეცილი ფენებისაგან მზადდებოდა. შიგნით მოხარშულ, შუაზე გაჭრილ კვერცხებს ჩადებდნენ და ყველს ჩაფშვნიდნენ, შემდეგ ფენებს კიდურებს შემოუკეცავდნენ და ერბოში შეწვავდნენ. ჩვეულებრივ ღვიძელში ორი, დიდ ღვიძელში კი – ოთხი ცალი კვერცხი თავსდებოდა.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:100.