ღვიძლის ალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვიძლის ალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფია - (K70.0), (alcoholic fatty liver), ალკოჰოლის გამოყენების შედეგად ღვიძლის უჯრედებში ცხიმის დაგროვება, რომელსაც თან სდევს აღნიშნული უჯრედების ზომაში მატება, ჰეპატომეგალია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მუცლის ღრუში არასპეციფიკური ტკივილების წარმოშობა, ანორექსია და სიყვითლე (იშვიათად). საბოლოოდ დიაგნოზი ფიქსირდება ღვიძლის ჰისტოლოგიური კვლევის შემდეგ.

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია შესაძლოა განვითარდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ამიტომ აღნიშნული მდგომარეობა არ განიხილება ალკოჰოლური დამოკიდებულების ინდიკატორად. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა ხშირად იწვევს ჰისტოლოგიური ცვლილებების უკუგანვითარებას. ზემოთ აღნიშნული მდგომარეობის გამოსახატავად უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევა ტერმინი „ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია“, თუმცა, აღნიშნული ტერმინი იშვიათად გამოიყენება.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები