ღილა მოხევე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღილა მოხევე – (1882 – 1909) ნამდვილი სახელი და გვარი – ნიკიფორე პავლეს ძე ღუდუშაური. იგი იყო სტამბის მუშა, რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმული. ღილა მოხევეს პოეზია გამსჭვალულია მისებრ უბრალო ადამიანისადმი თანაგრძნობით და ჩაგვრისადმი შეურიგებლობით მისი ლექსების კრებული „ამონაკვნესი“ დაიბეჭდა 1908 წელს და გავრცელებულა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით ცენზურამ დაიწყო მისი წიგნების ხმარებიდან ამოღება. გადარჩა სულ რამდენიმე ცალი. ღილას ლექსების შემონახვაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ ვანო შადურს. ღილას მიერ სტეფანწმინდაში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ მისი მეგობარი ლადო მალანია იმსხვერპლა... ღილამ თავი დააკლა მეგობარს...
- * * *
- საცხოვრებელი იქ არის,
- სადაც არა გყავს ბატონი,
- სადაც შენისა თავისა
- თვითონ ხარ ბატონ-პატრონი:
- სადაც არა აქვს გავლენა
- სიმდიდრეს, ბევრის ქონასა,
- სად არ უფლობენ ისეთნი,
- ვინც მუცელს გაიქონავსა;
- სადაც ვერ სწვდება მტრის ბრჭყალი
- თავისუფლების მსურველსა,
- სადაც ხელს ვერ შეუშლიან
- მუშასა, ოფლის მწურველსა.