ღლონტი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ღლონტი

ღლონტი ვახტანგ – (1954), ქართველი თეოლოგი და პოეტი, დაიბადა ბათუმში. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი და თბილისის სასულიერო აკადემია. 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციას; 2008 წელს აირჩიეს ბათუმის „სახედ“. გამოცემული აქვს კრებულები: „ბოღმა უარყოფილ სულათა“ (1991), „სევდიანი სიმღერა“ (1996) , „Stia Viator“ (2004).


* * *
უნდა მისაგზლოს, როცა მომშივა,
შენ, გინდ რითმით ან ვერლიბრით წერე;
ლექსი არაა, რაც სტრიქონშია,
ლექსი იწყება წერტილის მერე.
ვინ მოარიგა მიწასთან ზეცა,
მეც, რაც მაღრჩობდა, ამოვიმღერე;
ღმერთი არ იყო, ჯვარზე რომ ეცვა,
ღმერთი დაიწყო აღდგომის მერე.
რაც აქ ითქმება, – აქვე დარჩება,
ცოტა მისწვდება საუფლო სერებს;
დაგვიგდონ ფასი – სიტყვის ჩარჩებმა,
მოგვეფერება ცა უფრო, მერე.
არ გასწორდება გრძელი და მოკლე,
გინდაც ვენები გადაისერე;
მე, სიცოცხლეში იმდენჯერ მომკლეს,
უნდა ვიცოცხლო სიკვდილის მერე.
შენც, ვიდრე მახვილს მაძგერებ ფერდში,
პირჯვარი მაინც გადაიწერე;
მერე იქნება, ან – არაფერი...
ან – ყველაფერი იქნება მერე!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები