ღორის ქადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Qada.PNG

ღორის ქადა - Lactuca serriola L. ღორის ქადას კახეთში, ქიზიყში ქადუნას ეძახიან; ხევსურეთში-ხარიას; თუშეთში-ხარნუყას; ზემო იმერეთში-ბატიკბილას, ხვარტას; ლეჩხუმში - ბატიბალასს; აჭარაში-ნარკოკობას; მესხეთში სამეგრელოში-ბჟალეს; სულხან-საბა-ორბელიანი კი ხასის, ელისაყრდელს ეძახის. მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა-Asteracea-ს ოჯახს. 120-130 სმ-ის (მაღლის მცენარეა. ღერო ჩვეულებრივად შიშველი, ზოგთერ ეკლიანი (ქვედა ნაწილში), ფოთლები ფრთისებრ დანაკვთული, ზედა ფოთლების დანაკვთა უმნიშვნელოა, ქვედა ფოთლის მთავარ ძარღვებს (ქვემოდან) უხეში ეკალ-ბუსუსები მოჰყვება. მცირე ზომის კალათები საგველა ყვავილედებში არიან შეკრებილი. ნაყოფი საფრენი მოწყობილობით არის აღჭურვილი, რითაც იგი დიდ მანძილზე ვიცელდება ქარის მეშვეობით. ღორის ქაღა გავრცელებულია თითქმის ყველგან, გვხვდება იდეალურ ადგილებში, გზის პირებსა და არის ნაპირებზე, თავთავიანი კულტურების ნათესებში.

მცენარეთა დაცვაში კი ღორის ქადისაგან დამზადებული ნაყენი გამოყენებუღია ნაცრის წინააღმდეგ; 330-350 გ დაქუცმაცებულ ღეროებსა და ფოთლებს 7-8 საათის განმავლობაში ათავსებენ 1 ლიტრ წყალში, კარად გამოწურავენ. გაფილტრავენ და ახლად დამზადებელ ნაყენს ასხურებენ მცენარეებს. სეზონზე ტარდება სამი-ოთხჯერადი შესხურება 6 დღის შუალედით.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები