ღოღობერიძე ბესარიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბესარიონ ღოღობერიძე

ღოღობერიძე ბესარიონ – (1832-1879) — პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა ქუთაისისა და თბილისის გიმნაზიებში, პეტერბურგის უნივერსიტეტში - მათემატიკის ფაკულტეტზე. ითვლებოდა 60-იან წლებში პეტერბურგში მყოფ ქართველ სტუდენტთა იდეურ ხელმძღვანელად. 1868 წლიდან თბილისის პირველ გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად. მსახურობდა ქალთა ინსტიტუტის ინსპექტორად (1873), სახალხო სკოლების დირექტორად (1874 წლიდან) იყო აღმოსავლეთ საქართველოში სკოლების, სოფლებში შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობების, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ჩამომყალიბებელი. აქტიური მონაწილე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისა.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები