ყავის ლიქიორი რძით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყავის ლიქიორი რძით

300 გრ ნალექიანი ყავა;
1 ლ სპირტი;
3 ჭიქა ნაღები;
1 ჭიქა წყალი;
1,5 კგ შაქარი;
მწიკვი ვანილი.

ყავას დავასხათ სპირტი, დავუმატოთ ვანილი, კარგად ავურიოთ და დავდგათ ერთი კვირის განმავლობაში (პერიოდულად შევანჯღრიოთ). ცალკე ავიღოთ ნაღები, წყალი, დავუმატოთ შაქარი, ავურიოთ და გავათბოთ 80 ტემპერატურაზე (არ წამოვადუღოთ). შემდეგ გაცივებული სიროფი შევურიოთ ყავის ნაყენს, გავაჩეროთ 1 კვირის განმავლობაში, გავფილტროთ და ჩავასხათ ბოთლებში.


წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები