ყაზბეგი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ყაზბეგი ივანე ნიკოლოზის ძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ყაზბეგი

ყაზბეგი ივანე ნიკოლოზის ძე - (დ. - 11.VI.1860 - გ. - II.1944), ქართველი სამხედრო მოღვაწე. რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი, ქართული არმიის გენერალი და პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი. არტილერისტი. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა სანკტ–პეტერბურგის 1-ლი სამხედრო გიმნაზია, კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა.

1878 წლიდან მსახურობდა მე–20 საარტილერიო ბრიგადაში. მისი მომდევნო სამხედრო სამსახური დაკავშირებული იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო დივიზიასთან, სადაც იგი მსახურობდა 1904-1912 წლებში ბატარეის მეთაურად. 1912-1916 წლებში მეთაურობდა 1-ლ დივიზიონს, 1916 წლის 12 მაისს კი, დაინიშნა ამავე დივიზიის მეთაურად. 1912 წლის 2 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. 1915 წლის 5 ივნისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1918-1921 წლებში ივანე ყაზბეგი მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, წავიდა ემიგრაციაში, ჯერ ოსმალეთში (კონსტანტინოპოლი), 1922 წლიდან კი, ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის არმიაში, სადაც მსახურობდა კონტრაქტით.

1923 წლის იანვარ-მარტში, მსმენელის რანგში გაიარა გადამზადება საპოლკო მეთაურთა მე–4 კურსზე, ქალაქ რემბერტოვოს კადრების მომზადების სასწავლო ცენტრში. ამავე წლის აპრილ- ოქტომბერში გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქალაქ ტორუნში. აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ მიღებულ იქნა ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად, სადაც სავარაუდოდ დაჰყო 1926 წლამდე.

1928 წელს ივანე ყაზბეგი ირიცხებოდა ქალაქ რემბერტოვოს სასწავლო ცენტრის შტატში, სადაც მოგვიანებით მსახურობდა ლექტორად ქვეითთა მომზადების ხაზით.

1926 წელს მიენიჭა პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება.

931 წლის 31 აგვისტოს, კონტრაქტის დასრულების გამო, არმიიდან დათხოვილ იქნა თადარიგში. ცხოვრობდა ქალაქ ვარშავაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1943 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია ,,Powązkowskim“-ის სასაფლაოზე.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო: წმინდა ანას III (1901 წ.), III (მახვილებით და ბაფთით – 1916 წ.) და II ხარისხის ორდენით; წმინდა ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით–1914 წ.) და III (მახვილებით–1915წ.) ხარისხის ორდენით.


იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები