ყაითმაზაშვილი ფილიპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაითმაზაშვილი ფილიპე – (XVIII ს. მეორე ნახევარი), მთარგმნელი. გაქართველებული სომეხი იყო და სომხურიდან ქართულად თარგმნიდა ფილოსოფიურსა და თეოლოგიურ თხზულებებს. მისი თარგმნილია სვიმეონ ჯულფელის „მცირე დიალექტიკა“, ანტონ კათალიკოსთან ერთად თარგმნა „ათნი კატიღორიანი არისტოტელებრნი“. ანტონის მითითებით თარგმნა პორფირიოს ფინიკიელის „ხუთნი ხმანი“, კირილე ალექსანდრიელის „საუნჯე“. მანვე თარგმნა სომხურიდან „ღრამატიკა შედგენილი მხითარისა“. იოანე ორბელიანთან და ავეტიქ ეპისკოპოსთან ერთად ქართულად გადმოიღო სვიმეონ ჯულფელის მიერ ქართულიდან სომხურად თარგმნილი პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი“, თანამშრომლობდა აგრეთვე დოსითეოს ჩერქეზიშვილთან. მათ ერთად თარგმნეს დავით უძლეველის „წიგნი საზღვართა“, „ახსნა პორფირისა შეყვანილებისადმი“, „შემოკლებითი ახსნა პერიერმენიასი“.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები