ყარაკულის ცხვარი
ყარაკულის ცხვარი - ცხვრის ჯიში. სამაჟდაკო მეხორცული მიმართულების ჯიშია. ამრავლებენ შუა აზიაში, ქვედა პოვოლოჟიეში (ვოლგისპირა რაიონები), ყირიმში, სამხრეთ უკრაინასა და მოლდოვეთში. საუკეთესო მაჟდაკი მიიღება 2 – 3 დღის კრავებისაგან, უფრო სრულ ასაკში ხვია თავის მოყვანილობას კარგავს და მაჟდაკის ხარისხიც უარესდება. კრავები უმეტეს ნაწილად შავია, მაგრამ არსებობენ ტიპები, რომლებიც ნაცრისფერსა და ყავისფერ კრავებს იძლევიან.
კრავის სამაჟდაკოდ დაკვლის შემდეგ, ნერბებს წველიან და რძისაგან ყველს (ბრინზა) აკეთებენ. ნერბების ცოცხალი წონა, საშუალოდ, 42-48 კილოგრამს უდრის, ყოჩების 65-75 კილოგრამს. კანძის წონა ნერბებში (ორი პარსვისას), საშუალოდ, 1, 8 -2,2 კილოგრამია, ხოლო ყოჩებისა 2,5-3,0 კილოგრამი. მატყლი მქისეა, შეიცავს თივთიკსაც და მქისე ბეწვსაც. დამახასიათებელია ცხიმიანი კუდი.