ყარალაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარალაშვილი გიორგი

ყარალაშვილი გიორგი – (Karalashvili George), ქართველი დიპლომატი, 2014-2018 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

დაიბადა 30 ივნისი, 1959 წელი, ქ. რუსთავი, საქართველო.

განათლება:
1981 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი;
1996 – ვენის დიპლომატიური აკადემია;
2009 – ჯორჯ მარშალის ცენტრი – უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი, სამთვიანი კურსები.

სამუშაო გამოცდილება:
1982-1991 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1991-1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების განყოფილების უფროსის მოადგილე, მე-2 ევროპული დეპარტამენტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი, დსთ-ს დეპარტამენტის ორმხრივ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი;
1998-2002 – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2002-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-2 ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი;
2004-2007 – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2007-2014 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის რუსეთის სამმართველოს უფროსი, რუსეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
2018-დან – საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

დაჯილდოებულია
ღირსების ორდენით.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები