ყარაულაშვილი არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარაულაშვილი არჩილ

ყარაულაშვილი არჩილ – (Karaulashvili Archil), ქართველი დიპლომატი, 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში

დაიბადა 8 ივნისი, 1973 წელი, ქ. თელავი, საქართველო.

განათლება:
1995 – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
1995-1996 – საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტი, უფროსი სპეციალისტი;
1996-1997 – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, ბიზნესის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი;
1997-2000 – საქართველოს საინვესტიციო სააგენტო, კონსულტანტი;
1997-2000 – უცხოური ინვესტიციების, კრედიტებისა და უწყებათაშორისი პროექტების დეპარტამენტი საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2000-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორი;
2004 – ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აპარატის უფროსი;
2004-2015 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი.
2015-2017 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მინისტრის პირველი მოადგილე;
2018-2019 – ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
საქართველოს „ღირსების ორდენი“.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები