ყაურმის ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყაურმის ხიდი – 5-თაღიანი ხიდი (XIII-XIV სს.) საქართველოში, მდინარე ფარავანზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მისი სიგრძეა 72 მ, სიგანე – 3 მ. ნაგებია გათლილი ქვისაგან. ძველად სამხრეთ საქართველოში ერთერთი მნიშვნელოვანი სამიმოსვლო მაგისტრალი იყო. მის სიახლოვეს ახალი ხიდის აგების გამო, ამჟამად თითქმის უმოქმედოა.