ყაუხჩიშვილი თინათინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თინათინ ყაუხჩიშვილი – (დ. 10 მასისი 1919, თბილისი – გ. 2011, იქვე), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993; წევრ-კორესპონდენტი 1979). საქართველოს მეცნიერებაღა დამსახურებული მოღვაწე (1975).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება (1941). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში (1995–2006) და თსუ კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე (1945-52, 1968-იდან). იყო წყაროთმცოდნე, ბერძნული და რომაული წერილობითი წყაროების, საქართველოს, ბერძნული ეპიგრაფიკული ძეგლების გამომვლენი და შემსწავლელი, ქართულ ენაზე მთარგმნელი და გამომცემელი, ქართულ-ანტიკური სამყაროს, ქართულ-ბერძნული კულტურისა და პოლიტიკური ურთიერთობების მკვლევარი. თ. ყაუხჩიშვილი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 16 მონოგრაფიაა. ქართული ენა მისი კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა. ბერძნულ-რომაული და ქართული წყაროების კვლევისას მან მრავალი საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა ქართული ტოპონიმიკის, ონომასტიკისა და ტერმინოლოგიის შესახებ, დააზუსტა არაერთი სახელისა და ლექსიკური ერთეულის ეტიმოლოგია. საკუთრივ ქართული ენისა და ქართული წერილობითი წყაროების კვლევას მიუძღვნა ნაშრომები: „მასალები ჱ ისტორიისათვის VI–X სს. ძეგლების მიხედვით“ (საკანდიდატო დისერტაცია, 1946, ხელნაწერი); „ზოგიერთი კავშირისა და ნაწილაკის მნიშვნელობისათვის ძველ ქართულში“ („იკე“, I, თბ., 1946); „კომპოზიტები ძველ ქართულში“ („თსუ შრომები“, ტ. 47, თბ., 1952); ქართული ენის ზოგიერთი თავისებურებისა და ქართულ-ბერძნული ურთიერთობის თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევა „საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი (I-III, თბ., 1999-2000) და გამოკვლევები: „ახალი ბერძნული წარწერები არმაზსციხე-ბაგინეთიდან („მცხეთა“), XI, თბ., 1996); „ახალი ბერძნული წარწერა არმაზციხე-ბაგინეთიდან“ (II.– „ნარკვევები“ IV. საიუბილეო კრებული, თბ, 1998),

თინათინ ყაუხჩიშვილი იყო ვინკელმანის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი (1971), რუსეთ-საბერძნეთის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი (1981), საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის უცხოური წყაროების კომისიის თავჯდომარე (1982).

თინათინ ყაუხჩიშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

გ. ალასანია


თხზულებები

(გარდა სტატიაში აღნიშნულისა):

  • ზოგი ქართული ხელნაწერის ბერძნული მინაწერები. – „მიმომხილველი“, II, თბ., 1951);
  • სტრაბონის ტერმინოლოგიისათვის. – „ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები“, წწ. თბ., 1956;
  • ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში. – „მაცნე“ (ისტორიის. სერია), 1973, №4. 1974. №1;
  • საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბ., 1976, მასალები კავკასიის ტომთა ეთნოგენეზისისათვის, I. – „მაცნე“ (ისტორიის., სერია), 1981, №3;
  • მასალები კავკასიის ტომთა ეთნოგენეზისათვის, II. პენიოხები. – იქვე, 1981, №4: ბერძნული ეპიგრაფიკა, თბ., 2002.
  • ყაუხჩიშვილის სრული ბიბლიოგრაფია იხ. „ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი“, თბ., 1999.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები