ყაყაჩოსა სიწითლითა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყაყაჩოსა სიწითლითა – ხალხური საბავშვო ლექსი. პირველი ჩანაწერი შესულია ბატონიშვილის „კალმასობაში“, როგორც საწესჩვეულებო:
- იავ ნანა, ვარდო ნანა, იავ ნანინაო,
- იას ვარდი რით სჯობია, იავ ნანინაო,
- რით უფრო მშვენიერია, იავ ნანინაო,
- სილამაზით ყაყაჩოს სჯობს, იავ ნანინაო,
- ყანა დაუმშვენებია, იავ ნანინაო!
დროთა განმავლობაში სალაღობო-საყოფიერო ნაწარმოებად იქცა.
- ყაყაჩოსა სიწითლითა
- ყანა დაუმშვენებია,
- წითელ ნუნუას ვაჟკაცის
- გული გაუხარებია,
იაკ. გოგებაშვილმა გარკვეული დამუშავების შემდეგ ლექსი „დედა-ენაში“ შეიტანა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- მიხ. ჩიქოვანი, ქართ, ხალხ. სიტყვ. ისტორია, 1956;
- ან. ღვინიაშვილი, ნარკვევები ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიიდან, 1962.