ყაჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაჩ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Къач)ჯვარი, ბალყარულ-ყარაჩულ ორნამენტიკაში ძალზე ფართოდ გამოყენებული საკულტო სიმბოლო. დეკორში სწორი, ირიბი, რქიანი, რგოლებიანი, ისრით, რომბებით, კვადრატებითა და ვარსკვლავებით შედგენილი ჯვრები გვხვდება. ხშირია რომბებში, კვადრატებში, წრეში, ნახევარწრესა და სწორკუთხედში ჯვრების ჩასმის პრაქტიკა. არსებობს ნაირი ფორმის სტილიზებული ჯვრები. ჯვრები, ხელ-ფეხით შესრულებული ჯვრისებური პოზები და მოძრაობები გამოიყენება ბოდიშის მოხდის, მისალმების, ინდივიდუალური და კოლექტიური დაფიცების, სადღეგრძელოს წარმოთქმის, შრომისა და ცეკვის პროცესში (ბევრ ქორეოგრაფიულ მოძრაობას „ჯვარი“ ეწოდება). გარდა აღნიშნულისა, აკეთებდნენ ჯვრის ფორმის საწესო თოჯინებს, რომლებსაც სხვადასხვა წეს-ჩვეულებებში იყენებდნენ („ბიჩენ ყაჩი“). განსაკუთრებული თაყვანისცემით სარგებლობდა დიაგონალურად შედგენილი ჯვარი (къынгъыр къач), რომელიც ავგაროზის ფუნქციას ასრულებდა. ბალყარელები და ყარაჩელები სასიამოვნო ცნობის მიღებისთანავე, თვალი რომ არ ეცეთ, დღესაც კი წარმოთქვამენ: „къынгъыр къач“. ისინი ინიციაცია გავლილ ახალგაზრდებს მარჯვენა ბეჭზე ჯვარს გამოუსახავდნენ („ჟორალაუ“).

ბალყარელებსა და ყარაჩელებში ქრისტიანული რელიგიის მიერ განმტკიცებული ჯვრის კულტი, როგორც ჩანს, გენეტიკურად წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება.


ლიტერატურა

  • Иванюков И., Ковалевский М. У подошвы Эльбруса // Вестник Европи. Т. I. СПб., 1886;
  • Брок М. Крест у язычников и христиан // Сборник статей научного общества «Атеист». М., 1927;
  • Марковин В. И. Средневековые наскальные изображения у аула Кумыш // Вопросы средневековой истории народов Карачаево-Черкесии. Черкесск, 1977;
  • Биджиев Х. Х. Тюрки Северного Кавказа. Черкесск, 1993;
  • Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები