ყვავისხმალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყვავისხმალა – (Hypecoum pendulum L.); ოჯახი: Hypecoaceae. ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია ან წამოწეული, სიმაღლით – 10-30 სმ, დატოტვილი. ფოთლები სამ ნაწილად ფრთისებურად განკვეთილია ძაფისებურ-ხაზურ წვეტიან ნაკვთებად. ფესვთანური ფოთლები როზეტულია. ღეროსეული ფოთლები ძალიან პატარაა და თათის მსგავსად დაყოფილი. ყვავილები გრძელ ტოტებზეა მოთავსებული. გვირგვინი ყვითელია. გვერდითი ნაკვთები შავი წერტილებით არის დაფარული. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელებულია ნათესებსა და კლდოვან ადგილებში. კახეთში იშვიათი მცენარეა. მისი ნახვა შესაძლებელია ტარიბანაზე, დალის წყალსაცავის მიდამოებში. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.