ყვითელი გვირილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gvirila.PNG

ყვითელი გვირილა - Doronicum orientale Hoffm.

ზ.იმერ. — ირაგა, ქვ.იმერ. — ანაგრულა, ლეჩხ. — ნაგვი რალა, გურ. — ქამენია, კამანია, მეგრ. – ქამენია, ქამანია, ჯავახ., მესხ. – ყვითელგულა, ჩიჩაგი, მთ.რაჭ. –კაკული, ქართლ. - ზიზილა, მოხ. — აბზინდა

ყვითელი გვირილა რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. იზრდება მეჩხერ ტყეებში, ტყის პირას, ნაკაფებსა და ბუჩქნარში მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარეა. ღერო 3070 სმ სიმაღლისაა. ღეროს ზედა ნაწილი უფოთლოა, ფოთლების უმეტესობა ღეროს ქვედა ნახევარში და ძირთანაა თავმოყრილი. ზედა ერთი ან ორი ფოთოლი მჯდომარეა და ბიბილოებით ღეროზე შემოხვეული, ქვედა – მოკლეყუნწიანია, ხოლო ძირის ფოთლები გრძელყუნწიანი. ყველა ფოთოლი ამოკვეთილ-დაკბილულია, ძირისა კი ზოგჯერ კიდემთლიანი.

ყვავილობს აპრილიდან დაწყებული ივნისამდე.

ყვავილები ყვითელია, კალათად შეკრებილი. კალათი ისეთივეა, როგორც სხვა რთულყვავილოვნების, მაგალითად, ზიზილასი. ყვითელი გვირილა მით განსხვავდება ნამდვილი გვირილასაგან, რომ კალათის გარეთა (ენისებრი) ყვავილები, ისევე როგორც შიგნითა (მილისებრი) ყვავილები, ყვითელი ფერისაა, მაშინ როდესაც ნამდვილ გვირილას გარეთა ყვავილები თეთრი აქვს ან ვარდისფერი.

დაყვავილების შემდეგ მილისებრი ყვავილების ადგილზე ვითარდება საფრენი ქოჩრით აღჭურვილი პატარა ზომის ნაყოფები. ქარი დაუბერავს ხოლმე და ეს ქოჩრიანი ნაყოფები შორ მანძილზე გადააქვს. ზაფხულში ყვითელი გვირილა ჭკნება, შემოდგომაზე ფესურებიდან კვლავ ახალი ფოთლები ვითარდება.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები