ყვითელი საჩეჩელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყვითელი საჩეჩელა (ლათ. Ramaria flava (Fr.) Quel. რუს. Рогатик жёлтый)
ნაყოფსხეული – მთლიანად ღია ყვითელია, ძლიერ დატოტვილი, ტოტები მეჩხრადაა განწყობილი, მოკლეა და ბოლოვდება მომრგვალებული ბლაგვი წვერით.
რბილობი – მოყვითალოა.
სპორები – თითქმის ცილინდრულია, წაგრძელებული ბოლოთი, 8-10X3-4 მკმ,
იზრდება ერთეულებად ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად გამოიყენება ახალი.