ყილი ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყილი ძუარ-ი (ოს. Хъилы дзуар – „ძელის ანგელოზი“)

1. ოჯახის მფარველი ერთ-ერთი ანგელოზი, რომელიც საქორწინო რიტუალის დროს იხსენიება. პატარძლის სახლში ყილი ძუარს ქმრის ოჯახისაკენ მგზავრობის პროცესში ნეფე-დედოფლის დაცვას შესთხოვდნენ; ნეფის სახლში მისვლის შემდეგ საფასთან და ბინათი ხიცაუსთან ერთად პატარძლისა და ახალშექმნილი ოჯახის მფარველობას ევედრებოდნენ. შესაძლოა, ყილი ძუარი სარი-ზადის მეორე სახელი იყოს.

2. ჯვრის უღელტეხილზე მდებარე ხატი, რომელიც ძირითადად მგზავრთა მფარველად ითვლებოდა. კობელები და კავკასიის სამხრეთის კალთებზე მცხოვრები ოსები მისი სახელების დღეობას აგვისტოს თვეში იხდიდნენ, სწირავდნენ ცხვრებს და კარგ ამინდსა და საველე სამუშაოების წარმატებით დასრულებაში შველას შესთხოვდნენ. როგორც ჩანს, ყილი ძუარის, როგორც ოჯახის მფარველი ერთ-ერთი ანგელოზის, კულტი აღნიშნული რეგიონში პირველად ჩამოსახლებული ოსების დაფუძნებულია და სხვა ფუნქციები მან მოგვიანებით შეიძინა.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები