ყინვამედეგობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყინვამედეგობა – მასალის თვისება, წყლით გაჟღენთილმა გაუძლოს გაყინვა-გალხობის მრავალჯერად ციკლს, დაშლის ნიშნებისა და სიმტკიცის მნიშვნელოვანი კლების გარეშე. ცნობილია, რომ წყალი გაყინვისას მოცულობაში იმატებს დაახლოებით 9%-ით (წყლის სიმკვრივეა 1, ყინულის – 0,917). ამ დროს ფორების კედლებზე წნევამ შეიძლება მიაღწიოს ასეულ მპა-ს და დაშალოს მასალა. მასალა ითვლება ყინვამედეგად, თუ გარკვეული რაოდენობის გაყინვა-გალხობის ციკლის შემდეგ მასის კარგვა არ აღემატება 5%-ს, სიმტკიცის კლება კი – 20%-ს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები