ყირგიზული ჩაი „აქტინჩაი“
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყირგიზული ჩაი „აქტინჩაი“
2 ჩ/კ ჩაი;
0,25 ლიტრი რძე;
10 გ კარაქი;
0,25 ჭიქა არაჟანი;
0,25 ლიტრი წყალი;
მარილი გემოვნებით
წინასწარ გაცხელებულ ჭურჭელში ჩავყაროთ ჩაი (შავი ბაიხის), დავასხათ მდუღარე წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და შემდეგ დავდგათ რამდენიმე წუთით. ჩაის ნაყენს დავასხათ მდუღარე რძე, დავუმატოთ მარილი, კარაქი, არაჟანი, კარგად მოვურიოთ და ჩავასხათ ფიალაში.