ყიფიანი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ (კოლა) ყიფიანი

ყიფიანი ნიკოლოზ – (ფსევდონიმი „ნ. დიმიტრიძე“), (1846-1905), ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ვექილი. დიმიტრი ყიფიანის შვილი.

სწავლობდა პეტერბურგში. ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ ენებს. მონაწილეობდა ქართული თეატრის საქმიანობაში. 1895 წ. წავიდა საზღვარგარეთ, ივან მარტინოვის სახელით ცხოვრობდა ბელგიაში, ბრიუსელში განაგებდა რუსული სიტყვიერების კათედრას. ნ. ყიფიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები იბეჭდებოდა „ივერიაში“, „დროებაში“, „მოამბეში“, „კვალში“. აღსანიშნავია გ. ორბელიანის „სადღეგრძელოს“, ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებისა“ და გ. წერეთლის „ჯიბრის“ კრიტიკული განხილვა (1871), „ქართული პოეზიის ნიმუშნი და იმათი განხილვა — „იანიჩარი“ ილია ჭავჭავაძისა“ (1872), „ქართული ბიბლიოთეკის“ პირველი წიგნის მიმოხილვა (1883), აგრეთვე სერია წერილებისა „გასართობი საუბარი“, რომელშიც ასახულია ქართული კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრება. მასვე (ეკუთვნის საყურადღებო წერილი „ქართველთა კოლონია სპარსეთში“ და საფრანგეთიდან გამოგზავნილი ინფორმაციები (გარიბალდის ძეგლის გახსნის თაობაზე, ბურკულ-დუკოდრეის „თამარის“ დადგმის შესახებ პარიზის ოპერის თეატრში). წერდა ლექსებს და მოთხრობებს, აქვეყნებდა ხალხური სიტყვიერების ძეგლებს (1872 წ. გამოსცა „არსენას ლექსი“). მან აღწერა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდა 1894 წ.


ლიტერატურა

  • ე. გაბაშვილი, რამდენიმე შეხვედრა ილია ჭავჭავაძესთან. კრებული „ლიტერატურის მატიანე“, 1-2. 1940; იქვე
  • გ. ლეონიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარშემო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები