ყიფშიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
froneli ( ფრონელი (ალექსანდრე ყიფშიძე)

ალექსანდრე ყიფშიძე – (ფსევდონიმი, ფრონელი), (1862-1916), პუბლიცისტი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე. გ. ყიფშიძის ძმა.

სწავლობდა გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიებში. 1884-88 წწ. — ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მსახურობდა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოსა და საგლეხო საკრებულოში მდივნად, მომრიგებელ მოსამართლედ, საადგილმამულო კომისიის მმართველად, იყო ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი (1905-06 წწ.). ა. ფრონელი დაუღალავად ემსახურებოდა სახალხო განათლების საქმეს, ეხმარებოდა ქალთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლების გახსნა-პატრონობაში, ეროვნული განათლების დამკვიდრებაში. მისი პუბლიცისტური თხზულებები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის წერილები (სათაურით „სამშობლო ქვეყანა“) იბეჭდებოდა „ივერიაში“, „მოამბეში“, „სახალხო ფურცელში“, „კლდეში“, „ჯეჯილში“, „ნაკადულში“. ა. ფრონელი ავტორია ისტორიული გამოკვლევებისა „მთიულეთი 1804 წელს“ (1896), „ამბოხება კახეთისა 1812“ (1907), „დიდებული მესხეთი“ (1914) „მთის არწივი შამილი“ (1914). ნათარგმნი აქვს ვ. გარშინის მოთხრობები „ოთხი დღე“ (1885) და „მხდალი“ (1885).


ლიტერატურა

  • შ. გოზალიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი), წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. III, 1968.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები