ყიფშიძე ილია
ყიფშიძე ილია თევდორეს ძე - (დ. - 1882, სოფ. სოღოლაშენი, გორის მაზრ. - გ. - 1953, თბილისი) - საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
1908 ქ. აახენში დაამთავრა რაინ-ვესტფალიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის მასწავლებლად, ხოლო 1919-29 წლების ნოემბერს უნივერისტეტის პროფესორთა საბჭომ, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით, მინერალოგიის კათედრის ასისტენტად დაამტკიცა.
1928-1938 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მან, ა. თვალჭრელიძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის სწავლებას თსუ-სა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომებიდან აღსანიშნავია „გეომეტრიული კრისტალოგრაფია“ (1935) და მინერალოგიის პირველი სახელმძღვანელო (1938), რომლის თანაავტორებიც არიან გ. გვახარია და გ. ძოწენიძე.
მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- ქსე, X, თბ., 1986;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი