ყიფშიძე ლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლია ყიფშიძე

ყიფშიძე ლია – (1962), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 102-ე საშუალო სკოლა, შემდეგ – თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალისტად, პედაგოგად, ლექტორად. გამოცემული აქვს ერთი პოეტური კრებული – „დღეს გიღალატებ“ (2018).


ღვინობისთვე
ამ დაშაქრულ შემოდგომას,
ძარღვებში რომ ჩაგვიდგა,
რომ დაბანგდა, აჩხრიალდა,
საწნახელის ღარიდან...
რომელიც რომ შემოგვწყრება
მალე მარნის კარიდან...
არ დავლოცოთ?
წყნარად ვთქვათ რომ
ღვინობისთვე წავიდა?
თასები და ჭინჭილები
თაროზე რომ ჩამწკრივდა
და ბაბუას შეძახილი
რომ გვეძახის ზღაპრიდან...
იმ ბავშვობას ქარვად დამდნარს
ვენახების ზვარიდან...
აღარ ავყვეთ? არ ჩავმაჭრდეთ?
არ ავიჭრათ თავიდან?
ჩქარა...
ჩქარა...
ჩქარა, თორემ....
ღვინობისთვე წავიდა!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები