ყიფშიძე მაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყიფშიძე მაია

ყიფშიძე მაია – (Kipshidze Maia), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში
დაიბადა 9 აპრილი, 1960 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1977-1982 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, სპეციალობით ინგლისური ენა და ლიტერატურა; მიიღო ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის კვალიფიკაცია.
1994-1995 – ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიანტი – ვორვიკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული პროგრამების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ბრიტანეთმცოდნეობაში; მიიღო მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
1982-1989 – ქ. თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებლის ინგლისური ენის პედაგოგი;
1989-2006 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ენის პედაგოგი;
1996-2006 – საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
2000-2004 – საელჩოს საკონტაქტო ფუნქციის შესრულებისას საქართველო-ნატო ურთიერთობების ხელმძღვანელი;
2006-2011 – საქართველოში ბრიტანეთის საბჭოში (British Council) დირექტორის მოადგილე საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროგრამების/პროექტების სფეროში;
2012 – ბრიტანეთის საელჩოში კულტურის ატაშე;
2012-2017 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლადდაარსებული ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები