ყოაბალ ხერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყოაბალ ჴერ-ი (ნ. კრუპნოვის მიხედვით)

ყოაბალ ჴერ-ი (ინგ. Къоабал-кхэр – „ბედნიერების ქვა“) – ხამხის საზოგადოების სოფ. კოკში (კაკში) ინგუშურ ელგუცთან მდგარი ფალოსის (ერეგირებული პენისის) ქანდაკი; წარმოადგენს 1,65 მ. სიმაღლის ქვის ოთხწახნაგოვან სვეტს, რომელსაც თავზე ქვისავე მაღალი და მოძრავი ქუდი ახურავს.

ყოაბალ-ჴერის ფუნქციას უშვილო ქალების განაყოფიერება შეადგენდა. მასთან თაყვანსაცემად მოდიოდნენ უშვილო ქალები (მის თავს შიშველი მკერდით ეხახუნებოდნენ) და ქალიშვილები, რომლებიც სვეტთან ახლოს ცხენებზე ამხედრებულნი მოძრაობდნენ. უნაყოფობისგან განკურნების მიზნით, ქალები ყოაბალ-ჴერს მოფხეკდნენ და მონაფხეკ სილას წყალში ან რძეში გაზავებულს სვამდნენ, ან კიდევ, პატარა კენჭს მოატეხდნენ და კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდნენ. ამასვე აკეთებდნენ ბნედიანი და ავზნიანი ავადმყოფები. ხალხი ყოაბალ-ჴერს გვალვის საწინააღმდეგო ძალასაც მიაწერდა: ხანგრძლივი გვალვების დროს ცხვარს სწირავდნენ და მის გადმოპირქვავებულ ქუდს ღია ცის ქვეშ მანამდე ტოვებდნენ, სანამ წვიმის წყლით არ ამოივსებოდა.

ყოაბალ-ჴერივით გამანაყოფიერებელი ძალის მქონედ მიიჩნეოდა ხამხის საზოგადოების სოფ. თორთან ახლოს არსებული ქვა, რომელსაც უშვილო ქალები გაშიშვლებულ მუცელს ადებდნენ.


ლიტერატურა

  • Шиллинг Е. Кудьт Тушоли у ингушей. Орджоникидзе; Грозный, 1935;
  • Крупнов Е. И. Средневековая Ингушетия. М., 1971.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები