ყორაო (წამალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყორაოშაბი, თაფლი და ლილა ხალხურ მედიცინაში ენის ტკივილისას სამკურნალოდაც გამოიყენებოდა: ყორაოს − კოწარუხს ავადმყოფს მტკივან ენაზე წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა და დადებით შედეგს იძლეოდა, ასევე, შაბნარევი წყლის ხსნარით ენას მოიბანდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა; შაბიამინს კვერცხის ცილაში გათქვეფდნენ და მიღებულ ხსნარს ავადმყოფს მტკივან ენაზე წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა; თაფლსა და ლილას ერთმანეთში შეურევდნენ და მტკივან ენაზე იცხებდნენ. პროცედურა დღეში ერთჯერ სრულდებოდა.




ლიტერატურა

  • კოხრეიძე, 1958:26;
  • აბაშიძე, კომახიძე, 1998:165.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები