ყოჩივარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყოჩივარდა

ყოჩივარდა - (Cyclamen coum subsp. Caucasicum [K. Koch] O. Schwarz = Cyclamen vernum Sweet.); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primilaceae). მრავალწლიანი ტუბერიანი მცენარეა. ტუბერი შებრტყელებულ-სფეროსებურია. ყვავილის ყუნწები ფესვთანური ფოთლების იღლიებიდან ამოდის ან მიწისქვეშა ყლორტებიდან ვითარდება. ფოთლები კვერცხისებურ-გულისებურია ან ფართო, სამკუთხა-კვერხცისებური. ზედა მხარე შიშველია, ვერცხლისფერი ლაქებით, ქვედა მხარე იისფერ-მეწამულია, მურა ფერის ბეწვით შებუსული. გვირგვინის გადანაღუნის ნაკვთები ელიფსურია. მეწამულ-იისფერი, ძირში მუქი იისფერი ლაქებით და ხახაში თეთრი. ყვ. II–III; ნაყ. V-VI. მცენარე იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში ტყის ქვედა და შუა სარტყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან, აგრეთვე მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები