ყრილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყრილი – ნაყარი გრუნტი. არჩევენ ყრილის რამდენიმე სახეს: გეგმურად აღმართული, მოცემული შემადგენლობითა და სიმკვრივით; გრუნტებისა და წარმოების ნარჩენების ნაყარი, რომლებიც ერთგვაროვანია შემადგენლობით და ცვალებადი – სიმკვრივით; საყრელი არაერთგვაროვანი – შემთხვევითი თვისებებითა და შემადგენლობით. ნაყარები და საყრელები დაწვრილებით შესწავლის შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას დასაპროექტებელი ნაგებობის ბუნებრივ ფუძედ.