ყრუ ბგერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყრუ ბგერებიბგერები, რომლებიც არავოკალიზებულად, ე. ი. დაძაბული სახმო სიმების ჟღერის გარეშე წარმოითქმიან. სალიტერატურო ქართულში ასეთი შეიძლება იყოს:

1. ყრუ ფშეინვიერი ბგერა (ფ-თ-ქ. ც-ჩ; ს, შ, ხ, ჰ), რომლის წარმოთქმისას ჰაერნაკადი მოდუნებულ სახმო სიმებს შორის გაედინება;

2. ყრუ ყელხშული ბგერა (პ-ტ-; წ-ჭ და ყ), რომლის წარმოთქმისას დახშული სახმო სიმები გზას უღობავენ ჰაერნაკადის გამოდინებას, თვით ბგერა კი ორ ხშვას შორის პირის ღრუში არსებული ჰაერის მარაგით წარმოითქმის;

3. ყრუ ბგერათა მეზობლობაში ჟღერადაკარგული სონორი ბგერა, მაგ., სიტყვაში „რკინა“ ან ვ სიტყვაში „ნავთი“ (ნაႴთი). ჩვენი სმენა ვერ განასხვავებს ამგვარ არამჟღერად წარმოთქმულ სონორებს ნორმალური, ჟღერით წარმოთქმული სონორებისაგან;

4. ჩურჩულით მეტყველებისას წარმოთქმული ყოველი ხმოვანი (ა, ე, ი, ო, უ) თუ სონორი (ვ, ლ, რ, მ, ნ). არამჟღერი წარმოთქმის მიუხედავად, ჩვენი სმენა ხმოვნებისა და სონორების ასეთ ვარიანტებს მჟღერად წარმოთქმულისაგან არ განარჩევს (სხვა ბგერებად არ მიიჩნევს);

5. ე. წ. „ყრუ mediac“, ანუ ბგერა, რომელსაც მჟღერობა დაკარგული აქვს (არავოკალიზებულადაა წარმოთქმული), მაგრამ ფშვინვიერობისა ან ყელხშულობის საწარმოთქმო და ფიზიკური ნიშნები არ შეუძენია. ასეთია, მაგ., ბოლოკიდური დ სიტყვაში „კარგად“ ან ბ სიტყვაში „ვაკეთებ“. ამგვარი ბგერები მხოლოდ საწარმოთქმო ნიშნებისა და მათი შესაბამისი ფიზიკური ნიშნებით შეიძლება გავარჩიოთ ნორმალური მჟღერი და ყრუ ბგერებისაგან. რაც შეეხება აღქმას, ჩვენ ისინი რაიმე განსხვავებული ბგერების სახით არ გვესმის – ან მჟღერს აღვიქვამთ, ან ყრუს (ჩვეულებრივ – ფშვინვიერს): გვესმის „კარგად“ ან „კარგათ“, „ვაკეთებ“ ან „ვაკეთეფ“.

ზ. ჯაფარიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები