ყულალისი (სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყულალისი, ღულალისი – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდინარე მურჯახეთისწყლის (ფარავნის მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1775-1880 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 15 კმ მანძილზე, დიდი კონდურის თემის საკრებულოში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 908, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები და ციხე.