ყუმბარსატყორცნის გასროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყუმბარსატყორცნის გასროლაყუმბარსატყორცნიდან სროლის საბრძოლო მასალა. შედგება ყუმბარის და გამტყორცნი (დენთის) მუხტისგან (რეაქტიული ძრავისგან). შეიძლება იყოს ტანკსაწინააღმდეგო (კუმულაციური), ქვეითსაწინააღმდეგო (მსხვრევადი, მსხვრევადფუგასური და მსხვრევად-კუმულაციური), ცეცხლგამჩენი, კვამლის გამომშვები, გამანათებელი, სასიგნალო, აქტიური, აქტიურ-რეაქტიული და რეაქტიული. შედგება სათავო ნაწილისგან საბრძოლო მუხტით ან პიროტექნიკური აღჭურვით, ამფეთქისგან, სტაბილიზატორისგან და რეაქტიული ძრავისგან. გამტყორცნი მუხტი აალების საშუალებით გამოიყენება აქტიური და აქტიურ-რეაქტიული ყუმბარებისთვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები