ყურაღ ეუფსეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურაღ ეუფსეჲ (ადიღ. Къурагъ еупсей – „ძელის მიყუდება“) – ადიღური საინიციაციო წეს-ჩვეულება, რომელიც 16-17 წლის ასაკის ვაჟების გამოცდასა და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად გახდომას ითვალისწინებდა.

მართალია, XX ს-ის 50-60-იან წლებში ყურაღ ეუფსეი საქორწილო წეს-ჩვეულებათა ფარგლებში ტარდებოდა, მაგრამ, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, წარსულში მას ქორწილთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და დამოუკიდებლად არსებობდა, ან ათალიყიდან (გამზრდელიდან) აღზრდილის (ყანის) დაბრუნების დროისთვის იმართებოდა. იგი დაახლოებით შემდეგი სიუჟეტური სტრუქტურისა იყო: ოლქის მასშტაბით წინასწარ ცხადდებოდა სრულ ასაკს მიღწეული ახალგაზრდების გამოცდის დღე. მნიშვნელობა არ ჰქონდა მონაწილეთა სოციალურ, წოდებრივ კუთვნილებას, ყველანი თანასწორუფლებიანები იყვნენ. სპეციალურად შექმნილი უხუცესთა ჯგუფი განსაზღვრავდა იმ ნორმატივებს, რომლებიც გამოსაცდელებს უნდა ჩაებარებინათ. ახალგაზრდები გარკვეულნი უნდა ყოფილიყვნენ ე. წ. ადიღა ხაბზეში – ადიღური ეთიკის, ეტიკეტისა და სამართლის საკითხებში. ინიციაცია მათგან ფიზიკურ მომზადებას, ცხენზე ჯდომის წესების, იარაღის ფლობის ხელოვნებას, ტრადიციული სპორტული თამაშების ცოდნასაც მოითხოვდა.

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ყურაღ ეუფსეი მიზნად არ ისახავდა არა ყველაზე ძლიერისა და მოხერხებულის, ტრადიციული წეს-ჩვეულებების საუკეთესო მცოდნის გამოვლენას, არამედ იმის დადგენა, იქნებოდა თუ არა ახალგაზრდა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ვინც ზემოაღნიშნულ ნორმატივებს ვერ ჩააბარებდა, იგი გამოცდაზე ხელმეორედ გადიოდა. როგორც ამას ა. შოგენცუყოვი წერს, "სრულასაკოვნად კურთხევის რიტუალი სრულდებოდა წარმატებული ახალგაზრდის გვერდით მაღალი ძელის – ყურაღის, დადგმას. ასეთ ახალგაზრდას ულოცავდნენ, უფროსები წარმოთქვამდნენ გმირთათვის განკუთვნილ სადღეგრძელოს (батырыбжьэ), ან ე. წ. „ძელის სადღეგრძელოს“ (къурагъыбжьэ)“. ამასთან, მას აძლევდნენ უფლებას, ეცეკვა მისთვის სასურველ ქალიშვილთან. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა უმცროს ძმას უცოლო უფროსი ძმის თანდასწრებით შეეძლო ეცეკვა.

ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ინიციაცია გავლილი, ნიშნად სრულასაკოვნებისა, გადაპარსულ თავზე ქოჩრის დატოვების უფლებას იძენდა.


იხილე აგრეთვე

აჭეუფსიჟი


ლიტერატურა

  • Мафедзев С. Х. Адыги. Обычаи, традиции (Адыгэ хабзэ). Нальчик, 2000;
  • Шогенцуков А. О. Добрые обычаи народа// Наука и религия, № 4, 1967;
  • Фонвиль А. Последный год войны Черкесии за независимость. Краснодар, 1927.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები