ყურაშვილი ირაკლი
ყურაშვილი ირაკლი – (Kurashvili Irakli), ქართველი დიპლომატი, 2012-2017 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში (ქ. ბერნი), 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ჩილეს რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში.
დაიბადა: 16 იანვარი, 1972 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1994 – წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სრული კურსი
1995-1996 წლებში გაიარა მადრიდის (ესპანეთი) დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა კურსი.
სამუშაო გამოცდილება:
2009-2012 – ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ესპანეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული;
2009 წლის აგვისტოდან 2010 წლის იანვრამდე, 2012 წლის მარტიდან 2012 წლის ივლისამდე (ქ. მადრიდი);
2009 – საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2006, იანვარი-სექტემბერი – საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ესპანეთის სამეფოში;
2006-2007 – კონსული იმავე საელჩოში;
2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ორმხრივ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი;
2001-2004 – ბენილუქსის ქვეყნებში საქართველო საელჩოს მრჩეველი, კონსული (ქ. ბრიუსელი);
1997-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის, ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის პირველი მდივანი;
1995-1997 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მესამე მდივანი.
ფლობს: ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს – სრულყოფილად, იტალიურ, ნიდერლანდურ და კატალონიურ ენებს – საშუალო დონეზე.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.