ყურა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yurassoko.PNG

ყურა სოკო (კაცისყურა, გარდამრიდა იუდას ყური), (ლათ. Hirneola auricula judae (Bull. Ex St. Am.) Berk, რუს. Иудино ухо),

ნაყოფსხეული – მჯდომარეა სუბსტრატზე, 12 სმ-მდე დიამეტრისაა და ადამიანის ყურს ჰგავს, ნაოჭიანია, ელასტიური, ლაბისებრი, გარედან მოყვითალო-ყავისფერია, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო-მურა, წვრილხავერდოვანი ზედაპირით; შიგნითა მხრიდან ნაცრისფერ-იისფრიდან ნაცრისფერ-მოწითალომდე, ტიტველი.

სპორები – 11-15(23)X5-7(8) მკმ. ცილინდრულია, მოხრილი.

იზრდება ცოცხალ დიდგულა ტოტებზე, ზოგჯერ გამხმარი მურყნის მერქანზედაც გაზაფხულ–შემოდგომით. შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საჭმელად ხმარობენ. საქართველოში საჭმელად არ გამოიყენება.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები