ყურის კიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურის კიბოყურის კიბო, ხშირად, ეპითელიომით არის წარმოდგენილი, რომელიც, როგორც წესი, ყურის ნიჟარას, გარეთა სასმენ მილს ან, იშვიათად, შუა ყურს აზიანებს. კარგად დიფერენცირებულია, უმეტესწილად, შუა ყურის და გარეთა სასმენი მილის შემთხვევაში.

სარჩევი

ნიჟარის ეპითელიომები

ამ პათოლოგიას, უმეტესწილად, ასაკოვან პაციენტებში ვხვდებით. სახის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ნიჟარის ეპითელიომების უმრავლესობა Spinocellular epithelioma-ით არის წარმოდგენილი. Basocellular epithelioma იშვიათად გვხვდება.

სპინოცელულარული ეპითელიომების აბსოლუტური უმრავლესობა ნიჟარის კიდეზე გვხვდება. მისი ზრდა, ძირითადად, პროლიფერაციულია და ხშირად ზედაპირულ გარქოვანებას წარმოადგენს. ნებისმიერი გარქოვანებული ნეოპლაზია ნიჟარის კიდეზე, საეჭვოდ უნდა ჩაითვალოს.

ბაზოცელულარული ეპითელიომები, როგორც წესი, ნიჟარის უკანა ზედაპირზე გვხვდება. ის ადვილად შეიძლება აგვერიოს პიგმენტურ ლაქაში ან ერითემაში.

გარეთა სასმენი მილის ავთვისებიანი სიმსივნეები

ბაზოცელულარული ეპითელიომები, გარეთა სასმენი მილის წინა 1/3-ში გვხვდება.

სპინოცელულარული კი – უკანა 2/3-ში.

შესაძლოა კიდევ ორი ავთვისებიანი ნეოპლაზიის არსებობა: მელანომა და ჯირკვლოვანი კიბო-ცერუმინომა.

დაფის ღრუს ეპითელიომები

როგორც წესი, სპინოცელულარული ეპითელიომა აზიანებს დაფის ღრუს. გამონაკლის შემთხვევებში, დაფის ღრუს დაზიანება შესაძლოა ჯირკვლოვანი კიბოთი (ადენოკარცინომით) იყოს გამოწვეული.

საეჭვო ფაქტორია – სისხლიანი ოტორეა ქრონიკული ოტორეის შემთხვევაში ან ჯანმრთელი ყურის სისხლიან-ჩირქოვანი ოტორეა, რომელიც ხასიათდება ტკივილის მომატებით, მკურნალობის მიუხედავად. ოტოსკოპიურად, შეინიშნება გრანულაციურ პოლიპოზური სურათი დაფის ღრუში.

ნებისმიერი ქრონიკული ოტორეა, რომელსაც ახლავს ტკივილი, მითხოვს შემოწმებას სიმსივნის გამოსარიცხად.

მკურნალობა ყოველთვის ქირურგიულია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული ზონის რადიკალური ამოკვეთა. რიგ შემთხვევებში, სპინოცელულარული ეპითელიომები იძლევა მეტასტაზებს კისრის რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში და ყბაყურა ჯირკვალში. ამიტომ შესაძლოა ტოტალური პაროტიდექტომია და ლიმფადენექტომია იყოს საჭირო. კლინიკურად, ლიმფური კვანძების გადიდება ყოველთვის ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია ყოველკვარტალური კონტროლი, მეტასტაზირების ადრეული გამოვლინებისთვის.

NOTA BENE
  • ყბაყურა ჯირკვლის ლიმფური კვანძების დაზიანება ითხოვს შემოწმებას ყურის ეპითელიომის ნიშნების გამოსარიცხად;
  • ყურის ავთვისებიანი ეპითელიომები, შესაძლოა, ბანალური ყურის პოლიპით იყოს წარმოდგენილი;
  • ყველა პოლიპი ან ყურის ნეოპლაზია ითხოვს ჰისტოლოგიურ კვლევას;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები