ყურის ნახვევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყურის ნახვევი — არსებობს ყურის ნახვევის რამდენიმე ტიპი:
- — ოპერაციის შემდგომი;
- — ტრავმის შემდგომი;
- — გარეთა სასმენი მილის ანთების დროს გამოსაყენებელი ნახვევი;
- — ოტორეას დროს გამოსაყენებელი ნახვევი;
ოპერაციის შემდგომი ნახვევი უნდა იყოს მსუბუქი და ჰიგროსკოპიული ანუ, შეეძლოს შეიწოვოს გარკვეული რაოდენობის სისხლი, რომელმაც შესაძლოა გამოჟონოს ჭრილობიდან.
ტრავმის დროს დასადები ნახვევი უნდა აფიქსირებდეს ყურს და, ამავდროულად, არ იწვევდეს მის ძლიერ კომპრესიას.
გარეთა სასმენი მილის ანთება ხშირად იმიტომ არის ძალიან მტკივნეული, რომ ჭიმავს კანს, რაც იწვევს ტკივილს. სპეციალური პოლიმერის, Merocelle-ს ტამპონები ადვილი ჩასადებია და სითხით დასველების შემდეგ ფართოვდება და უზრუნველყოფს გარეთა სასმენი მილის ობტურირებას, რაც კანის დაჭიმულობას ხსნის. ამავე დროს, მისი სტრუქტურის გამო, ის იჟღინთება წამლით და უზრუნველყოფს მის მუდმივ კონტაქტს გარეთა სასმენი მილის კანთან.