ყურის რადიოლოგიური გამოკვლევა
ყურის რადიოლოგიური გამოკვლევა − ყურის რადიოლოგიური გამოკვლევა იძლევა უამრავ ინფორმაციას ძვლოვან სტრუქტურაზე, რომელიც გარეთა, შუა და შიდა ყურის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. განსაკუთრებული ინფორმაციულობით გამოირჩევა რადიოლოგიური კვლევა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ძვლოვანი სტრუქტურის დაშლას, ოსტეიტს, ან ტრავმულ დაზიანებებს.
სტანდარტული რადიოლოგიური პროექცია, რომელიც საშუალებას იძლევა შუა ყურის დაზიანება დაფიქსირდეს, შულერის პროექციაა.
ტომოდენსიტომეტრიამ ყველა დანარჩენი რადიოლოგიური გამოკვლევა გვერდზე გასწია და ყველაზე კარგი სახელი დაიმკვიდრა ოტოლოგიურ კვლევებში. მისი მეშვეობით შესაძლებელია მილიმეტრიანი ჭრილების სხვადასხვა პროექციაში ვიზუალიზაცია, რაც მასტოიდის და ტემპორალური ძვლის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს.
საჭიროების შემთხვევაში იყენებენ კონტრასტულ ნივთიერებას, რაც კიდევ უფრო აზუსტებს კვლევას.
კოხლეო-ვესტიბულარული ნიშნების და დაზიანების ტოპოგრაფიის შეფარდება
გარეთა ყური | შუა ყური | ლაბირინთი | სმენის VIII ნერვი | ცენტრალური | |
სასმენი აპარატი | ტრანსმისიული სიყრუე | ტრანსმისიული სიყრუე | პერცეფციული სიყრუე | პერცეფციული სიყრუე | პერცეფციული სიყრუე |
ვესტიბულარული აპარატი | არანაირი პათოლოგია | არანაირი პათოლოგია | პერიფერიული-ვესტიბულარული ნიშნები | პერიფერიული ვესტიბულარული ნიშნები ნისტაგმით | ცენტრალური ნიშნები ნისტაგმით |
ელექტრომაგნიტური რეზონანსი (MRI) გამოიყენება ორ შემთხვევაში:
- — ნევრინომის გამოსავლენად;
- — რბილი ქსოვილების დაზიანების დასაზუსტებლად;