ყურის სიფილისი
ყურის სიფილისი — ყურის იზოლირებული სიფილისი იწვევს სმენის მომენტალურ დაქვეითებას, რაც დღითიდღე მატულობს და ძირითადად, ორმხრივია. ხშირია ვერტიგოს და ტინიტუსის ნიშნების ერთობლიობა.
ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციფიკური, სეროლოგიური ტესტების ჩატარება და თუ სიფილისის ტესტი დადებითია – სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება. მკურნალობა, როგორც წესი, პენიცილინის და სტეროიდების ინექციებით ხდება და კარგ შედეგებს იძლევა.
ძველი და ლატენტურად მიმდინარე სიფილისის შემთხვევაში, კლინიკა უფრო წაშლილია და ძნელი ხდება ამ დაავადებაზე ეჭვის აღება.
საეჭვოა ნებისმიერი, ორმხრივი ან ცალმხრივი ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება. შესაძლოა იყოს მენიერის ნიშნებიც.
თანდაყოლილი სიფილისი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.
სიფილისის დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება Nelson-ის ტესტი.
მკურნალობა ეფუძნება ხანგრძლივ სტეროიდულ და ანტიბიოტიკოთერაპიას.
მკურნალობის პროგნოზი, უმეტესწილად, დამოკიდებულია დიაგნოსტირების და მკურნალობის დაწყების ვადებზე – რაც უფრო ადრე ვიწყებთ, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა.
სიფილისისგან უნდა განვასხვაოთ Cogan-ის სინდრომი. Cogan-ის სინდრომის დროს, პროგრესირებადი ჰიპოაკუზია და კერატიტი კლინიკურად ვლინდება სეროლოგიურად სუფთა პაციენტში. ამ სინდრომის მკურნალობა სტეროიდების და Endoxan-ის (ციკლოფოსფამიდი) მეშვეობით ხორციელდება.
NOTA BENE
|