ყურის ტკივილი
ყურის ტკივილი (ოტალგია) — ყურის ტკივილი ყოველთვის არ არის გამოწვეული ოტოლოგიური პათოლოგიით.
ოტოლოგიური მიზეზით გამოწვეული პათოლოგიის სიმპტომი ძლიერი ტკივილია. გარეთა და შუა ყურის პათოლოგიური პროცესები ძალიან მტკივნეულია. შუა ყურში წნევის თუნდაც მცირე დისბალანსი (გამოწვეული მაგ. თვითმფრინავის დაშვებით ან მთიდან სწრაფი დაშვებით), შესაძლოა გახდეს ოტალგიის მიზეზი. ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვების რინოფარინგიტები და სურდოს თანმხლები ოტალგიები.
ყურის ქრონიკული დაავადებები, როგორც წესი, არ იწვევს ოტალგიას.
ქრონიკული ოტიტი შესაძლოა ისე გართულდეს ინტრაკრანიალური პათოლოგიით, რომ ყურის ტკივილი არც იყოს გამოხატული. თუმცა, ქრონიკული ოტიტის მქონე პაციენტში ოტალგიის გაჩენა შესაძლოა ავთვისებიანი ოტიტის ან სიმსივნის პირველი ნიშანი იყოს.
არაოტოლოგიური მიზეზით გამოწვეული პათოლოგიის სიმპტომი, შესაძლოა, მოდიოდეს ორი ანატომიური რეგიონიდან. პირველი, ეს არის ხახა და მეორე – ყბის სახსარი.
ხახიდან წარმოშობილი ოტალგიები ე. წ. ირადიაციული ტკივილებია და შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც ხახის და ხორხის ბანალური ანთებით, ასევე, ამ რეგიონების ავთვისებიანი სიმსივნით.
ყბის სახსრის ანთება, ყურის ტკივილის ხშირი მიზეზია. ის განპირობებულია სახსრის მჭიდრო სიახლოვით ყურთან.
NOTA BENE
|