ყურის ქონდრიტები და პერიქონდრიტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყურის ქონდრიტები და პერიქონდრიტები – ეს პათოლოგია, ძალიან ხშირად, ნიჟარის დამახინჯებით მთავრდება. ამიტომ აუცილებელია მისი ნაადრევი დიაგნოსტიკა. ნიჟარის ნებისმიერი არასიმეტრიული შესივება, ფერის შეცვლა ან ტკივილი, ყურის პერიქონდრიტზე ან ქონდრიტზე მიუთითებს. ნაადრევ სტადიაზე ადეკვატური მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა.
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, გამომწვევი ჩირქმბადი pyocyaneus-ის და staphylococcus-ის სიმბიოზია. ამიტომ ადეკვატურია ფტორქინოლონების და მე-3 თაობის ცეფალოსპორინების ჯვარედინი გამოყენება.
თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ არის შესამჩნევი, აუცილებელია პაციენტის სასწრაფო ოპერაცია, რომელიც გულისხმობს ინფიცირებული მიდამოების ტოტალურ ამოკვეთას და ჭრილობის დასუფთავებას.
NOTA BENE
|