ყურნის ჭია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყურძნის ჭია

ყურნის ჭია - პეპელა პატარა ზომისაა, ზედა მხრიდან მურა-ნაცრისფერია, გვერდებიდან და ქვედა მხრიდან – ღია-ნაცრისფერი. მონაცისფრო წინა ფრთები დაწინწკლულია, ყვითელი, ნაცრისფერი და მოლურჯო ლაქებით. უკანა ფრთები ღია ნაცრისფერია, ხოლო ფრთებს უკანა მხარეს ფოჩები აქვს. ულვაშები ძაფისებრია, შედარებით მსხვილი და უბეწვო. ფრთებგაშლილი პეპლის სიგანეა 10-13 მმ, სიგრძე 4-5 მმ.

მთელ საქართველოში ფართოდ გავრცელებული მავნებელია, იგი დიდ ზიანს აყენებს ვაზს.

პირველი გენერაციის მატლი აზიანებს ყვავილედებს. ყვავილებს მატლი თხელ ძაფებში ახვევს, შიგ ექცევა და ისე იკვებება, დაყვავილების შემდეგ მატლი ახალ გამონასკვულ ნაყოფს და კლერტს აზიანებს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება.

ყურძნის ჭია მტევანზე

ივლისის დასაწყისში მეორე გენერაციის მატლი ვითარდება და მწვანე მარცვლით იკვებება. ერთ მატლს შეუძლია ათამდე მარცვლის დაზიანება, ძლიერ დაზიანებული მარცვალი ცვივა. მესამე გენერაციის მატლი მწიფე მარცვლის რბილობით იკვებება, ნაწილობრივ დაზიანებულ მარცვლებზე, მიუხედავად იმისა, რომ აღწევს სიმწიფემდე, სახლდებიან სოკოვანი ორგანიზმები და იწვევენ ლპობას, რაშიც გამოიხატება მისი მეორადი მავნეობა.

ბრძოლის ღონისძიების ჩატარების დროს ვსარგებლობთ ვაზის ფენოფაზებით, ყურძნის ჭიის პირველი გენერაციის მატლი ყვავილედებს აზიანებს, ამიტომ პირველი წამლობა ტარდება ყვავილობის წინა დღეებში, მომდევნო წამლობა უნდა მოხდეს ისრიმის ფაზაში, ვიდრე მატლები მარცვალში ღრმად შეჭრას მოასწრებდეს, მესამე წამლობა ტარდება მარცვლების შეთვალებისას.

მკურნალობა ტარდება ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა ფასტაკი, ბი-58 ახალი და ა.შ.




წყარო

ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: „ვაზის აგროტექნიკური ღონისძიებები და მისი ძირითადი დაავადება-მავნებლები“; ავტორი: ვერა შინჯიკაშვილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები