ლეჩერის მომზადება ყურძნის წვენით, დიდაჭარა
ყურძნის ლეჩერი – დაჭყლეტილ ყურძენს საწურში გაწურავდნენ, აადუღებდნენ, ქაფს მოხდიდნენ, როცა მესამედი ნაწილი დარჩებოდა, გააცივებდნენ და კვლავ გაწურავდნენ, ჭურჭელში ჩაასხამდნენ, ბრიჯს, კანგაცლილ ბრტყლად დაჭრილ ხაპს ჩააყრიდნენ და მოხარშავდნენ – დაადუღებდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:163.
წყარო
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა