შაგუბატოვი კონსტანტინე
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე შაგუბატოვი − (11.01.1845-1920), სომეხი გენერალ-მაიორი (1901).
დაიბადა ქ. ტფილისში. ჯარში მსახურობდა 1863 წლიდან ოფიცრად. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში. ომის დროს მსახურობდა პერეიასლავის მე-18 დრაგუნთა პოლკში.
1879 წლიდან მსახურობდა კავკასიის 2 საარმიო კორპუსის კავკასიის კავალერიის მე-2 დივიზიაში.
1890-1892 წლებში მსახურობდა კავკასიის კავალერიის რეზერვის კადრის სარემონტო სამსახურის უფროსად.
1894-1895 წლებში მსახურობდა ასეთივე სამსახურის უფროსად კავალერიის რეზერვის ბრიგადების რემონტის ინსპექტორთა სამმართველოში.
1895 წლის 13 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1901 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიონით.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო: ოქროს ხმლით (მამაცობისათვის 1878), და რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის II ხარ.(1877).
წმ. ანას II ხარ. (მახვილებით-1879).
წმ.ვლადიმერის IV ხარ. (მახვილებითა და ბაფთით-1877); ორდენით.