შავერზაშვილი თამარ
თამარ შავერზაშვილი − (4 ოქტომბერი 1901, ქუთაისი – 18 სექტემბერი. 1955, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებილი მოღვაწე. (1946), დაამთავრა თბილისის კონსერვატორია საფორტეპიანო (1933, პედ. ი. აისბერგი) და საკომპოზიციო (1935 პედაგოგები ა. შჩერბაჩოვი და ი. ტუსკია) განხრით. 1938-იდან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. თამარ შავერზაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბავშვო საფორტეპიანო ლიტერატურას. მისი ნაწარმოებებია: საბავშვო ოპერა „იავნანამ რა ჰქმნა“ (1947), საორკესტრო „საბავშვო სიუიტა“ (1946), საფორტეპიანო პიესების კრებული „საბავშვო ალბომი“ (1947), „ალბომი ახალგაზრდობისათვის“ (1954), ნოქტიურნი (1965), კვარტეტი სიმებიანი საკრავებისათვის სოლ მინორი (1933) და სხვ. ქართველ მომღერალთა რეპერტუარში დამკვიდრდა რომანსი „ლერწამი ხარ“.