შავთარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავთარა

შავთარა - (Fumaria officinalis L.); ოჯახი: შავთარასებრნი (Fumariaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 15-20 სმ. დატოტვილი, ფოთლები 3-4 ნაწილად არის დაყოფილი ვიწრო-ხაზურ ნაკვთებად. ყვავილედი მტევანია. გვირგვინი მოვარდისფრო-იისფერია, უფრო მუქი ტუჩით. ყვ. ნაყ. III-VI. იზრდება ქვიან ადგილებზე, ნათესებში, მინდვრებსა და ყამირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ალაზნის დაბლობზე. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.








წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები