შავთვალაძე ნუგზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნუგზარ შავთვალაძე – დაიბადა 1948 წლის 10 აპრილს წითელწყაროში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- სამეურნეო-ადმინისტრაციული საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).