შავი არყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shaviarya.PNG

შავი არყა (ლათ. Lactarius necator (Fr.) Karst. რუს. Груздь чёрный)

ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ მრგვლად ამობურცული, შემდეგ – ძაბრისებრი, ზედაპირზე მკრთალი ზონები ახასიათებს. კიდეები ყვითელია და ბეწვებიანი, მომწვანო-მურაა, თითქმის შავი, ფირფიტები ჯერ მოყვითალოა, შემდეგ კი ახასიათებს ყავისფერი ლაქები.

ფეხი – 4-6 სმ სიგრძისა და 1,5-2,5 სმ სისქისაა, მწვანე.

რბილობი – თეთრია, გადატეხისას მუქდება და უხვად გამოყოფს თეთრ, ცხარე, რძისმაგვარ სითხეს.

სპორები – ელიფსისებრია, ხორკლიანი ზედაპირით, 6-8X5,5-6,5 მკმ, სპორების მტვერი მოთეთროა.

იზრდება მთის წიწვოვან და არყნარ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად მხოლოდ დამწნილებული, წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები